Thursday, July 4, 2019

5 წიგნი, რომელიც საზაფხულო არდადეგებს გაგიჯადოსნურებთ


  


ზაფხულის არდადეგები ჯადოსნური დროა თქვენს ცხოვრებში, ჩემო პატარა მეგობრებო!

     თითოეულ თქვენთაგანს ერთი სული გქონდათ როდის მოვიდოდა თავგადასავლებით სავსე ზაფხულის არდადეგები, როცა ყოველ  დღეს შეიძლება რაღაც საოცარი და დაუვიწყარი რამ მოხდეს!    

თქვენ შეგიძლიათ:
      ©       რამდენ ხანსაც გინდა იჭყუმპალაო ზღვაში, მდინარეში
©       გაირუჯო მზის გულზე
©       გაიცნო ახალი ადამიანები და შეიძინოთ ახალი მეგობრები
©       შეხვდე  ძველ მეგობრებს
©       წახვიდეთ ლაშქრობებზე
©       გაახრო ბებიკო და ბაბუკო სოფელში სტუმრობით და მათთან ერთად დაუვიწყარი, ტკბილი დღეები გაატარო  (დამიჯერეთ, რომ გაიზრდებით  ყველაზე ტკბილად  ბებია-ბაბუასთან გატარებული დღეები გაგახსენდებათ)
©       ისწავლოთ თევზის ჭერა
©   წახვიდე მშობლებთან ერთად სხვა ქვეყანაში და ბევრი საინტერესო რამ ნახოთ.

     ტყუილად კი არ ელოდებოდით მთელი წელი ზაფხულის არდადეგებს!

თუმცა, არაფერი უხდება საზაფხულო არდადეგებს, ისე, როგორც სასიამოვნოდ დაღლილი დღის ბოლოს საინტერესო, მხიარული, თავგადასავლებით სავსე მოთხრობების კითხვა.

სიამოვნებით გიზიარებთ 5 წიგნს, რომელიც საზაფხულო არდადეგებს კიდევ უფრო ჯადოსნურად გადაგიქცევთ, სექტემბერში კი, თქვენთან ერთად ამ წიგნების განხილვით ორმაგ სიამოვნებას მივიღებთ!
©       ნოდარ დუმბაძის მოთხრობები
©       ოტია იოსელიანი„დაჩის ზღაპრები“
©       მარია ფარი - "ვაფლის გულები"
©       ანე-კატერინე ვესტლი - "დედა, მამა,რვა ბავშვი და საბარგო მანაქანა“
©       ასტრიდ ლინდგრენი - "მადიკენი“