საგანმანათლებლო ბლოგი არის ინფორმაციის კვლევის, ორგანიზები..აქ არის განთავსებული ტესტები, წიგნიერების კალენდარული გეგმების ნიმუშები,საკონფერენციო თემები და სხვა. ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და კოლეგებს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში.
Friday, May 24, 2019
Monday, May 20, 2019
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს „ბულინგი“-ს/„ჩაგვრის“ დაძლევაში
„ბულინგი“ თანამედროვე სასკოლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ყველაზე მწვავედ სწორედ დაწყებით კლასებში დგას.
უკვე 26 წელია დაწყებით კლასებს ვასწავლი და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ჩაგვრის შემთხვევები ამ ასაკის მოზარდებშიც ხშირია. საკუთარი გამოცდილებიდან, გიზიარებთ გზებს, რომელიც მეხმარება თუ როგორ დავძლიო “ბულინგი“ მოსწავლეებში.
1. აუცილებლად ისაუბრეთ მოსწავლეებთან ჩაგვრაზე
რაც უფრო ინფორმირებულია ბავშვი, თუ რა არის ცუდი და კარგი, შედარებით მარტივი ხდება დავარწმუნოთ და ავუხსნათ, რომ „ბულინგი“ ცუდი საქციელია - ამით შევამცირებთ „ბულინგის“ შემთხვევებს კლასში და შემთხვევების არსებობის შემთხვევაში წავახალისებთ მხილებას.
2. არ გამოგეპაროთ მოსწავლის ქცევის ცვლილება
ძნელია იმის გარკვევა, თუ რამ გამოიწვია ბავშვის ქცევის და დამოკიდებულებების ცვლილება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით: ძილი, კვება, ჰორმონები, ოჯახური გარემო. თუმცა, აუცილებელია დროული რეაგირება და პრობლემის სწორად დანახვა.
3. დასვით კითხვები და ესაუბრეთ მოსწავლეს
მარტო დაისვით მოსწავლე, რომლის ქცევის ცვლილებაც უკვე შენიშნეთ და ესაუბრეთ. დაიწყეთ ზოგადი საუბრები „ბულინგი“-ს შესახებ და დაელოდეთ უკუკავშირს. თუ ბავშვი დიალოგში შემოვა უკვე შეიძლება დეტალურად გამოკითხოთ პრობლემა.
4. „ათქმევინეთ“ სიმართლე, მაგრამ ზღვარს არ გადააჭარბოთ
არ დანებდეთ, თუ ბავშვი არაფერს ყვება, მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ სიმართლის თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ კლასში „დამსმენი“ (შპიონი) არ დაუძახონ. ხშირად ბავშვებს ძალიან დელიკატური საუბარი სჭირდებათ, რომ სიმართლე თქვან ბულინგის შესახებ.
5. გამოიძიეთ
ისაუბრეთ სხვა მოსწავლეებთან, მშობლებთან ან პიროვნებებთან, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია სიტუაციის შესახებ. პირდაპირი ან არაპირდაპირი კითხვები დაგეხმარებათ მოსწავლის დასახმარებლად საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში.
6. აუცილებლად აცნობეთ მშობელს ბავშვის ქცევის ცვლილების შესახებ
რა შეიძლება იყოს წინაპირობა ბულინგის წარმოშობისა: ფიზიკური დეფექტები, სოციალური სტატუსი, განსხვავებული რელიგიური მრწამსი. ყველაფერი ეს სათავეს არასწორი აღზრდიდან იღებს, რაშიც ოჯახი მოიაზრება - სწორედ ამიტომ აუცილებელია მოსწავლის მშობლებთან მჭირდრო კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.
7. ხელი შეუწყვეთ კლასში „დაბულინგებული“ მოსწავლის იმ ბავშვებთან მეგობრობას, რომლებიც მასზე პოზიტიურ გავლენას ახდენენ
ხშირად, ადამიანები ერთმანეთზე ძალაუნებურად ახდენენ გავლენას - კარგსა თუ ცუდს. შეეცადეთ დააკვირდეთ, თუ რომელ მოსწავლესთან გრძნობს „ბულინგი“-ს მსხვეპრლი თავს კომფორტულად და ხელი შეუწყვეთ მათ ერთ გუნდში მოხვედრსა თუ შესვენებებზე დროის ერთად გატარებას.
8. განუვითარეთ მტკიცე უნარ-ჩვევები
როდესაც ბავშვს შეუძლია საკუთარი აზრებისა და გრძნობების მტკიცედ და მკაფიოდ გამოხატვა, მათი თავდაჯერებულობა იზრდება. განუვითარეთ მოსწავლეებს უნარ-ჩვევები, რომ მათ შეძლონ „ბულინგთან“ გამკლავება.
9. როლური თამაში
ივარჯიშეთ პრაქტიკული მაგალითები და განიხილეთ შესაძლო ალტერნატივები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ „ბულინგს“. თქვენ და მოსწავლემ შეიძლება გაცვალოთ „მჩაგვრელის“ და „ჩაგრულის“ როლები. არ დაგავიწყდეთ როლური თამაშისას ძალიან მნიშელოვანია სხეულის ენა და ხმის ინტონაციების მართვა.
Subscribe to:
Posts (Atom)