Thursday, July 4, 2019

5 წიგნი, რომელიც საზაფხულო არდადეგებს გაგიჯადოსნურებთ


  


ზაფხულის არდადეგები ჯადოსნური დროა თქვენს ცხოვრებში, ჩემო პატარა მეგობრებო!

     თითოეულ თქვენთაგანს ერთი სული გქონდათ როდის მოვიდოდა თავგადასავლებით სავსე ზაფხულის არდადეგები, როცა ყოველ  დღეს შეიძლება რაღაც საოცარი და დაუვიწყარი რამ მოხდეს!    

თქვენ შეგიძლიათ:
      ©       რამდენ ხანსაც გინდა იჭყუმპალაო ზღვაში, მდინარეში
©       გაირუჯო მზის გულზე
©       გაიცნო ახალი ადამიანები და შეიძინოთ ახალი მეგობრები
©       შეხვდე  ძველ მეგობრებს
©       წახვიდეთ ლაშქრობებზე
©       გაახრო ბებიკო და ბაბუკო სოფელში სტუმრობით და მათთან ერთად დაუვიწყარი, ტკბილი დღეები გაატარო  (დამიჯერეთ, რომ გაიზრდებით  ყველაზე ტკბილად  ბებია-ბაბუასთან გატარებული დღეები გაგახსენდებათ)
©       ისწავლოთ თევზის ჭერა
©   წახვიდე მშობლებთან ერთად სხვა ქვეყანაში და ბევრი საინტერესო რამ ნახოთ.

     ტყუილად კი არ ელოდებოდით მთელი წელი ზაფხულის არდადეგებს!

თუმცა, არაფერი უხდება საზაფხულო არდადეგებს, ისე, როგორც სასიამოვნოდ დაღლილი დღის ბოლოს საინტერესო, მხიარული, თავგადასავლებით სავსე მოთხრობების კითხვა.

სიამოვნებით გიზიარებთ 5 წიგნს, რომელიც საზაფხულო არდადეგებს კიდევ უფრო ჯადოსნურად გადაგიქცევთ, სექტემბერში კი, თქვენთან ერთად ამ წიგნების განხილვით ორმაგ სიამოვნებას მივიღებთ!
©       ნოდარ დუმბაძის მოთხრობები
©       ოტია იოსელიანი„დაჩის ზღაპრები“
©       მარია ფარი - "ვაფლის გულები"
©       ანე-კატერინე ვესტლი - "დედა, მამა,რვა ბავშვი და საბარგო მანაქანა“
©       ასტრიდ ლინდგრენი - "მადიკენი“

Wednesday, June 12, 2019

კითხვარი


გთხოვთ,
შეავსოთ გამოკითხვის ფორმარომელიც დამეხმარება ბლოგის სრულყოფასა და დახვეწაში. წინასწარ გიხდით მადლობას გამოკითხვაში მონაწილეობისათვის.

https://docs.google.com/forms/d/1UK6DAzUbAtJs54bluZWgk00VZU3MLsazKC2hCNvx0M8/edit



Monday, May 20, 2019

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს „ბულინგი“-ს/„ჩაგვრის“ დაძლევაში





ბულინგიინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს.
ბულინგი თანამედროვე სასკოლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ყველაზე მწვავედ   სწორედ  დაწყებით   კლასებში დგას.
უკვე 26  წელია დაწყებით კლასებს ვასწავლი და  სამწუხაროდ უნდა ვთქვა,   რომ ჩაგვრის შემთხვევები ამ ასაკის მოზარდებშიც ხშირიასაკუთარი გამოცდილებიდან, გიზიარებთ გზებს,  რომელიც მეხმარება თუ როგორ დავძლიო    “ბულინგი“  მოსწავლეებში.

   1.    აუცილებლად ისაუბრეთ მოსწავლეებთან  ჩაგვრაზე

რაც უფრო ინფორმირებულია ბავშვი, თუ რა არის ცუდი და კარგი, შედარებით მარტივი ხდება დავარწმუნოთ და ავუხსნათ, რომ „ბულინგი“ ცუდი საქციელია - ამით შევამცირებთ „ბულინგის“ შემთხვევებს კლასში და შემთხვევების არსებობის შემთხვევაში წავახალისებთ მხილებას.

   2.      არ გამოგეპაროთ მოსწავლის ქცევის ცვლილება

ძნელია იმის გარკვევათუ რამ გამოიწვია ბავშვის ქცევის და დამოკიდებულებების ცვლილებაეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა  ფაქტორებითძილიკვებაჰორმონებიოჯახური გარემოთუმცააუცილებელია დროული რეაგირება და პრობლემის სწორად დანახვა.

   3.    დასვით კითხვები და ესაუბრეთ მოსწავლეს

მარტო დაისვით მოსწავლერომლის ქცევის ცვლილებაც უკვე შენიშნეთ და ესაუბრეთდაიწყეთ ზოგადი საუბრები „ბულინგი“- შესახებ და დაელოდეთ უკუკავშირსთუ ბავშვი დიალოგში შემოვა უკვე შეიძლება დეტალურად გამოკითხოთ პრობლემა.

   4.    „ათქმევინეთ“ სიმართლე, მაგრამ ზღვარს არ გადააჭარბოთ

არ დანებდეთთუ ბავშვი არაფერს ყვებამოსწავლეებს ხშირად ეშინიათ სიმართლის თქმამხოლოდ იმიტომრომ კლასში „დამსმენი“ (შპიონიარ დაუძახონხშირად ბავშვებს ძალიან დელიკატური საუბარი სჭირდებათრომ სიმართლე თქვან ბულინგის შესახებ.

   5.    გამოიძიეთ
ისაუბრეთ სხვა მოსწავლეებთანმშობლებთან ან პიროვნებებთანრომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია სიტუაციის შესახებპირდაპირი ან არაპირდაპირი კითხვები დაგეხმარებათ მოსწავლის დასახმარებლად საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში.
   6.    აუცილებლად აცნობეთ მშობელს ბავშვის ქცევის ცვლილების შესახებ

რა შეიძლება იყოს წინაპირობა ბულინგის წარმოშობისაფიზიკური დეფექტებისოციალური სტატუსიგანსხვავებული რელიგიური მრწამსიყველაფერი ეს სათავეს არასწორი აღზრდიდან იღებსრაშიც ოჯახი მოიაზრება -  სწორედ ამიტომ აუცილებელია მოსწავლის მშობლებთან მჭირდრო კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.

   7.      ხელი შეუწყვეთ კლასში „დაბულინგებული“ მოსწავლის იმ ბავშვებთან მეგობრობას, რომლებიც მასზე პოზიტიურ გავლენას ახდენენ

ხშირადადამიანები ერთმანეთზე ძალაუნებურად ახდენენ გავლენას - კარგსა თუ ცუდსშეეცადეთ დააკვირდეთთუ რომელ მოსწავლესთან გრძნობს „ბულინგი“- მსხვეპრლი თავს კომფორტულად და ხელი შეუწყვეთ მათ ერთ გუნდში მოხვედრსა თუ შესვენებებზე დროის ერთად გატარებას.

   8.    განუვითარეთ მტკიცე უნარ-ჩვევები

როდესაც ბავშვს შეუძლია საკუთარი აზრებისა და გრძნობების მტკიცედ და მკაფიოდ გამოხატვამათი თავდაჯერებულობა იზრდება.  განუვითარეთ მოსწავლეებს უნარ-ჩვევებირომ მათ შეძლონ „ბულინგთან“ გამკლავება.

   9.    როლური თამაში

ივარჯიშეთ პრაქტიკული მაგალითები  და  განიხილეთ შესაძლო ალტერნატივებითუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ „ბულინგს“. თქვენ და  მოსწავლემ შეიძლება გაცვალოთ „მჩაგვრელის“ და „ჩაგრულის“ როლები.  არ დაგავიწყდეთ როლური თამაშისას ძალიან მნიშელოვანია  სხეულის ენა და ხმის ინტონაციების მართვა